გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადამიანებს, რომლებიც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ არ აქვთ უფლება, ვიღაცას გაახსენონ წარსული- ვოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ოქტომბერი 2019

ადამიანები, რომლებიც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და დღეს “ევროპულ საქართველოს” უწოდებენ თავს, უშუალოდ შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ რეჟიმის დროს, რომელსაც ემსახურებოდნენ, არაფრით იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ მორალური უფლება, ვიღაცას გაახსენონ წარსული,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლკსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ “ქართული ოცნების” დეპუტატის სიმონ ნოზაძის მისამართით გამოეხმაურა საბჭოთა წარსულის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, გიგა ბოკერიამ და სხვებმაც უნდა გადახედონ შეფასების კრიტერიუმს.

“ერთი თემაა, რომ ჩვენ საბჭოთა წარსულში ვცხოვრობდით. ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი საბჭოთა წარსულიდანაც ვიცი და დღევანდელი ახალგაზრდობიდანაც, ვისაც არ ახსოვს წარსული. უფრო უხეშად რომ არ ვთქვათ, ცუდი ადამიანები წარსულიდანაც ვიცი და დღევანდელი მდგომარეობიდანაც ძალიან ბევრი შეიძლება შევაფასოთ ამ კრიტერიუმებით. გიგა ბოკერიამაც და სხვბემაც უნდა გადახედონ შეფასების კრიტერიუმს. ადამიანები, რომლებიც აუპატიურებდნენ , აწამებდნენ და დღეს “ევროპულ საქართველოს” ეძახიან თავს, უშუალოდ შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ რეჟიმის დროს, რომელსაც ემსახურებოდნენ არაფრით იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ მორალური უფლება, ვიღაცას გაახსენონ წარსული. რასაკვირველია, წარსულით ადამიანი იზომება, მაგრამ მისი საქმიანობიდან გამომდინარე და არა იმ სისტემაში ცხოვრებით, სადაც ათასი ვაჟკაცი ადამიანი და უწესიერესი ქალბატონი ცხოვრობდა “,-განაცხადა ვოლსკიმ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია