შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ოქტომბერი 2019

17 ოქტომბერს, 16:00 საათზე სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

 ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის მსგავსი სახის ურთიერთობა, ოზურგეთის თვითმმართველობის ისტორიაში პირველია და მრავალმხრივ თანამშრომლობას მოიცავს.

 მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი პროექტების განხორციელება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტანდარტების შემუშავება, ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობა, ინოვაციური მეთოდების დანერგვა, OGP- ის ფარგლებში ურთიერთპრაქტიკის გაზიარება და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება.

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი , 17 ოქტომბერს 14:00 საათზე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან შეხვედრით დაიწყება. საკრებულოების წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში ეწვევიან ოზურგეთის სურათების გალერეას, კოლეჯ „ჰორიზონტს“, ფოლკლორის ცენტრს და დაესწრებიან „ექვთიმეობის“ დღესასწაულს სოფ. ლიხაურში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია