შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობამ აბასთუმნის ცაზე საჰაერო მარშრუტების კორექტირებას მხარი დავუჭირა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ოქტომბერი 2019

მთავრობამ მხარი დაუჭირა აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე ფრენების შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალის შექმნას.

ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრმა გააცნო მედიას. თურნავა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო საერთაშორისო მარშრუტებს არ კარგავს. მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათ შორის, საქართველოსთვისაც, სადაც კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენების დროს ან ნავთობსადენების ზევით დროდადრო იცვლება ფრენების მარშრუტი.

“აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც ყველაზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და ასობით სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და მთელი იდეა მისი განთავსების 100 წლის წინ სწორედ აბასთუმანში იყო ის, რომ იქ არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო თავისი სისუფთავით იძლევა საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც მოგვმართა აბასთმუმნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება საჰაერო მარშრუტების (და აქ არის საუბარი არანარი საერთაშორისო საჰაერო მარშრუტებზე) და იმდაგვარად, რომ დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო თან იმდაგვარად, რომ არცერთი თეთრი რა იკარგება ამით და არანაირი ზარალი არ ადგება, არცერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან, რა საკვირველია, ამას დავუჭირეთ მხარი”, - განაცხადა თურნავამ.

აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს ობსერვატორიამ მიმართა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია