გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილი: დავინახეთ, რომ საზოგადოება თურმე აფასებს როგორ იქცევი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2018

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი ნაწყენია. მისი თქმით, ჩანდა, რომ მმართველ პარტიაში გუნდურობა დაკარგული, ვერტიკალი კი ძალიან შესუსტებული იყო. 

ივანიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პირველ ტურში ასეთი შედეგები დადგა ის არის, რომ მმართველ გუნდს ზედმეტი თვითდაჯერებულობა ჰქონდა. 

“ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ღარიბ ქვეყნებში გავდივართ და ამ დროს ხელისუფლებას მმართებს განსაკუთრებული მცდელობა იმის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს რომ ეს მისი ხელისუფლებაა, მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს მათი ყოფის შესამსუბუქებლად.

ხალხი აშკარად განაწყებულია. ჩანს, რომ გუნდმა ხალხთან ურთიერთობის გრძნობადობა დაკარგა. ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ბზარი გაჩნდა. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი არის ის, რომ გუნდს, რომელიც ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს, როგორც წესი თვითდაჯერებულობა ემატება. ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთ მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუნდაც პირველი ტურის შედეგები – გუნდი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებიათ. რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება სირცხვილი იყო. ის, რასაც ელოდნენ ეგზიტპოლების შემდგომ, ეს სირცხვილი იყო და ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამაზე. არა თუ გრძნობადობა, მოლოდინი აბსოლუტურად აცდენილი ჰქონდათ რეალობასთან. 14% სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია. ზოგი ჭირი მარგებელია. თვითონ გუნდმაც “ცივი შხაპი მიიღო”. სასიამოვნო რაც არის – დავინახეთ, რომ საზოგადოება თურმე აფასებს როგორ იქცევი და მათ შესატყვისი რეაქცია გააკეთეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “იმედი LIVE”-თან ინტერვიუში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია