შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ღმერთის ანაბარად ვართ“ - გენადი ბოსიკოვი ყობიდან

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ოქტომბერი 2019
სოფელი ყობი ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქალაქიდან 37 კილომეტრის დაშორებით. ყობი ბოლო სოფელია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. ყობს ესაზღვრება ჩორჩანა და წაღვლი, ასევე წნელისი, რომელიც ოკუპირებულია. ყობში ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც სოფელი 90-იანი წლების კონფლიქტის დროსაც არ დაუტოვებია. გენადი ბოსიკოვი ყობში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი მოსავლის რეალიზაციაა. ამბობს რომ ბოსტნეული საკუთარი ხელით მოჰყავს, რომელსაც შემდეგ ხაშურის ბაზარში ყიდის. ბაზრამდე გზა კი საკმაოდ გრძელია, მან ჯერ სოფელ წაღვლამდე 3 კილომეტრი უნდა გაიაროს რომ ავტობუსამდე მივიდეს. Qartli.ge-ს ჟურნალისტი გენადი ბოსიკოვს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლებმა Qartli.ge-ს გადამღები ჯგუფი სოფელში არ შეუშვა. პრეს-სამსახურში განგვიმარტეს რომ უწყებების წარმომადგენლები ყობში ჩვენს უსაფრთხოებას ვერ დაიცავენ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ათწლეულებია ელექტრო ენერგია არ არის, მოსაწესრიგებელია გზები, არ აქვთ სასმელი და სარწყავი წყალი, არ დადის ტრანსპორტი. „დენი 1991 წლის
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია