გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ატოცში რაც ხდება, ვადასტურებთ, რომ ეს არის მიუღებელი“ - გიორგი გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ოქტომბერი 2019

„ატოცში რაც ხდება, ამაზე ჩვენ ერთხელ უკვე გამოვთქვით აზრი და ვადასტურებთ, რომ ეს არის მიუღებელი“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი გაკეთდება, რათა თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა დაცული იყოს.

„დღეს სახელმწიფო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, სრულ სინქრონში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვდგამთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ წყანარად, მშვიდად ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ თავის მიწაზე ცხოვრება. მინდა, გთხოვოთ თქვენც, უნდა გავითვალისწინოთ, მეც ხომ აქ ვარ დღეს, გორში ვარ, აი სულ ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ვსაუბრობთ სულ სხვა თემებზე. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელწიფო არის ის, რამაც უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია