ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ციხეს ოთხ თვეში, 20 თებერვალს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
on.ge