შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ოქტომბერი 2019
ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტმა თავდაცვის ექს მინისტრს კითხვები წერილობით მისწერა და მატროსოვის ციხიდან პასუხები მიიღო, სადაც ოქრუაშვილი წერს რომ საპროცესო გარიგებას არ დათანხმდება. „საპროცესო გარიგება ნიშნავს ბრალის აღიარებას და ჩემი მხრიდან ამაზე დათანხმება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც ივანიშვილის მიერ გავრილოვის ჩამოყვანით რუსებთან ფლირტს აპროტესტებდა 20 ივნისს რუსთაველზე, ასევე იმ ადამიანების შეურაცხყოფა იქნება, ვინც ივანიშვილმა და გახარიამ იმ ღამეს დაასახიჩრეს და ციხეში გამოკეტეს. იმაზე არაფერს ვამბობს, რომ ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცხყოფა და პოლიტიკური თვითმკვლელობა“- წერს ოქრუაშვილი. ოქრუაშვილის წერილს თანაპარტიელები გამოეხმაურნენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელმა გურამ ჩალაგაშვილმა აცხადებს, რომ ოქრუაშვილს შეუძლია ამხილოს ივანიშვილის ყველა დანაშაული. „ივანიშვილისთვის ყველაზე საშიში ადამიანია ოქრუაშვილი, რომელსაც შეუძლია ამხილოს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ყველაფერში თუკი მათ ცუდი რამ ჩაუდენიათ კორუფციული გარიგებებიდან დაწყებული დასრულებული იმ რეალობით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ოქრუაშვილმა ძალიან მარტივად და გასაგებად უთხრა, რომ ის საპროცესო გარიგებაზე ამბობს უარს“ - განაცხადა ჩალაგაშვილმა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია