გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩოხატაურში პოეტ გიზო თავაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ოქტომბერი 2019

ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში, პოეტ გიზო თავაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეები, სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი “ამაღლება“. მათ წაიკითხეს გიზო თავაძის ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
საღამოს უძღვებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სკოლის პედაგოგი და ღონისძიების ორგანიზატორი ნანა მგალობლიშვილი.
შემოქმედებით საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები, მწერლები, თემურ ამყოლაძე და ელგუჯა თავბერიძე.
პოეტს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ.
გიზო თავაძემ წაიკითხა საკუთარი შემოქმედებიდან რჩეული ლექსები და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.
ღონისძიების მხარდამჭერია მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია