შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცყოფა და პოლიტიკური თვითმკვლელობა" - ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ოქტომბერი 2019

ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცყოფა და პოლიტიკური თვითმკვლელობა - "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს, "ეს იქნება თვითმკვლელობა" უთხრა წერილობით ინტერვიუში, ყოფილმა მინისტრმა მთავარ არხს. მისი თქმით ის არ აპირებს გარიგებას, რომელიც თავისუფლების ნაცვლად მძიმე დანაშაულის აღიარებას გულისხმობს.

"ჩემთან მიმართებაში ივანიშვილს აქვს სამი არჩევანი, თუ როგორ უნდა გამოძვრეს იმ ხაფანგიდან, რომელშიც თავისი უჭკუობით აღმოჩნდა:

პირველი - მისმა ჯიბის სასამართლომ, სრულად გამამართლოს ყველა იმ ბრალდებაში, რომელიც მისი და მისი მრჩეველების თავში მოიხარშა.

მეორე - გამომიშვას გირაოთი და საქმე თაროზე შემოდოს.

მესამე - მომისაჯოს მაქსიმუმ 9 წელი. არანაირი მეოთხე და საპროცესო შეთანხმება, არ არსებობს. საპროცესო გარიგება, ნიშნავს ბრალის აღიარებას და ჩემი მხრიდან ამაზე დათანხმება, იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცყოფა, ვინც ივანიშვილის მიერ გავრილოვის ჩამოყვანით, რუსებთან ფლირტს აპროტესდებდა 20 ივნისს რუსთაველზე. ასევე იმ ადამიანების შეურაცყოფა, ვინც ივანიშვილმა და გახარიამ იმ ღამეს დაასახიჩრეს და ციხეში გამოკეტეს. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცყოფა და პოლიტიკური თვითმკვლელობა." - აღნიშნულია ოქუაშვილი წერილში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია