ფინანსთა მინისტრრმა ვალების განულებასთან და შემდგომში სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. ივანე მაჭავარიანის თქმით, ე.წ შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა:
„შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა და არა იმიტომ, რომ შავ სიაში ვინმეს ყოფნა ემახსოვრება, არამედ ახალი ე.წ. პასუხისგებლიანი დაკრედიტების მოდელი და წესები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ არის შემოთავაზებული და ინიცირებული, ზუსტად ის ავალდებულებს ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, რომ ვალის გაცემისას პოტენციური ვალის ამღები, ნახონ აქვს თუ არა საშუალება გადახდის. ამავდროულად გაზომოს, რამდენი შეუძლია, გადაიხადოს და იმის ადეკვატური სესხი მისცეს,“ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრი სესხის განულების ინიციატივასა და არჩევნების მეორე ტურს შორის კავშირს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამ პროექტზე საუბარი ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, შემოდგომაზე მოსახლეობის წინაშე ახალი წინადადებიტ წარდგომა კი წინასწარ იყო დაანონსებული.