შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ დვალიშვილს არასრულწლოვანთან ქორწინების გამო ბრალი წაუყენეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2019
აღაიანში მცხოვრებ მიხეილ დვალიშვილს ბრალი, არასრულწლოვანთან ქორწინების გამო, წაუყენეს. ამის გამო, ის შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში დაიბარეს. ბრალდებულს გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი. მისი ოჯახი ამბობს, რომ არ იცოდნენ, თუ გოგონა 16 წლის იყო. გოგონა კი, 2019 წლის მაისში 7-თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ჩვილის მშობლები დაახლოებით 3 წლის წინ დაოჯახდნენ. გოგონა 2002 წელსაა დაბადებული, ხოლო მისი მეუღლე მასზე 3 წლით უფროსია და უკვე 20 წლისაა. ,,მათი დაოჯახების ამბავი ჩემს დანიშვნამდე მომხდარა. მე მაშინ არ ვიყავი ამ თანამდებობაზე. როგორც გავარკვიე, ისინი 3 წლის წინ შეუღლდნენ. მანამდე რა ღონისძიებები იქნა გატარებული, ეს ჩემთვის არაა ცნობილი" - აცხადებდა სოფლის წარმომადგენელი ზურაბ ქურასბედიანი ჩვენთან საუბარში.. აღაიანის სკოლის დირექტორმა ლალი გელხაურმა გვითხრა, რომ ბიჭმა სკოლა აღაიანში დაამთავრა: ,,ამ ბიჭმა ჩვენი სკოლა დაამთავრა, თუმცა, იმაზე ადრე ვიდრე დაოჯახდებოდა. მე-9 კლასიდან გავიდა და მას შემდეგ თბილისში მუშაობდა. სხვათა შორის, მეც და სოფლის მოსახლეობამაც გვიან გავიგეთ, რომ ცოლი მოიყვანა. შემთხვევით მარკეტში გავიგე. ჩვენი სოფელი ძალიან დიდი დასახლებაა. შესაძლოა, მე გვიან ამიტომ გავიგე. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სოფელში მათი დაოჯახების შესახებ ამბავი გვიან გავრცელდა" - აცხადებს სკოლის დირექტორი ლალი გელხაური.. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით,
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია