შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა, შედარება არ შეიძლება- "ოცნების" დეპუტატი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2019

კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა, შედარება არ შეიძლება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. აღნიშნული განცხადება კოპალიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ მას წარსული საქმიანობა შეახსენა.

"თქვენ რომელ რეჟიმსაც ემსახურებოდით, ამ რეჟიმზე ბოროტი რეჟიმი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები ყველაზე დიდი ბოროტება იყო. როცა ამ რეჟიმმა ამ შენობის წინ ქართველი ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტვა მოაწყო ნიჩბებით, 1989 წლის 9 აპრილს, თქვენ ამის შემდეგ ამ პარტიის უმაღლეს პარტიულ გორკის სკოლაში შებრძანდით, თქვენგან აქ მორალის კითხვას ვერავინ მოითმენს,"- მიმართა კახიძემ კოპალიანს.

თავის მხრივ, კოპალიანმა კახიძეს უპასუხა, რომ ის ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელია.

"თქვენ ხართ ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი. კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა, შედარება არ შეიძლება,"- მიმართა კოპალიანმა ოთარ კახიძეს.

აღნიშნულის შემდეგ, ოთარ კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომ როდესაც უმრავლესობის წევრი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს „ქართული ოცნების“ სახეც არის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია