კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი კონკურსს აცხადებს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ოქტომბერი 2019
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის - #ნუწაართმევ ბავშვობას ფარგლებში, ესსეების კონკურსს აცხადებს.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. ესსეს შინაარსი უნდა მოიცავდეს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ თემატიკას. კონკურსის მიზანია არასრულწლოვნების დაინტერესება და მათი ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით მიმდინარე მოვლენებზე.

პირველ სამ ადგილზე გასული, საუკეთესო ესსეების ავტორებისთვის დაწესებულია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები I ადგილი - 300-ლარიანი ვაუჩერი II ადგილი - 200-ლარიანი ვაუჩერი III ადგილი - 100-ლარიანი ვაუჩერი ამასთან, გამარჯვებული ესსეები განთავსდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის „facebook“- გვერდზე. გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია: ნამუშევრის ავტორის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სკოლის დასახელება და ტელეფონის ნომერი. ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთ) გვერდს. დაგვიანებით ან/და არასრული მონაცემებით წარმოდგენილი ნაშრომები არ განიხილება.

ესსეების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, ელფოსტის მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it . სათაურის ველში მიუთითეთ - „ესსეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის“. საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 ნოემბერი.

საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია