შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახმეტელმა მოკრივეებმა ოთხი საპრიზო ადგილი აიღეს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ოქტომბერი 2019
გორში ჩატარებულ გიორგი კარელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ კრივის ტურნირზე ახმეტელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა.


ტურნირში ახმეტის ბ. მამიაურის სახელობის სახელოვნებო და შემეცნებით სკოლასთან არსებული კრივის სექტორის გუნდის სპორტსმენებმა ოთხი საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

საქართველოს მასშტაბით ტურნირში მონაწილეობას 13 საკრივო სკოლის გუნდი იღებდა. პირველი ადგილი 34 კგ. წონით კატეგორიაში დაიკავა - ვაჟა ცარკოვმა.
ასევე პირველ ადგილზე ადგილზე 46 კგ. წონით კატეგორიაში გავიდა - მოსე სამუკაშვილი.  მეორე ადგილი 41,5 კგ. წონით კატეგორიაში დაიკავა - გიგი მებაღიშვილმა, ხოლო ასევე მეორე ადგილი 54 კგ. წონიტ კატეგორიაში აიღო - ბეგლარ ჯანქაიძე .

აღსანიშნავია, რომ მოსე სამუკაშილმა საფინალო შეხვედრაში მასპინძელ ქალაქში დაამარცხა გორელი მეტოქე, ხოლო ვაჟა ცარკოვმა ნოკაუტით სძლია მოწინააღმდეგეს. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სინჯის მედლებით და თასებით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია