სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2019
„საკითხის შესწავლის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. შედეგები დამატებით ეცნობება საზოგადოებას. გამოძიება დაწყებულია 332 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“ – გვითხრა სუს–ის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელმა.აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით სუს–ის ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესდა. კვლევის მიხედვით, ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები, მისი გამგებლობისა და მერობის შემდეგ, ტენდერებს იგებენ.„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის შესახებ კვლევა, 15 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელად ზაზა მელიქიძის მოსვლის შემდეგ, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. ხშირ შემთხვევაში, მისი კომპანიები ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ. მელიქიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა „მელიზამ” და „მესხეთი XXI”-მა, 2015-2019 წლებში 15 ტენდერი მოიგეს, მათ შორის, ყველაზე მეტი, რვა ტენდერი – 2016 წელს.საერთო ჯამში, მათ მიერ მიღებულმა თანხამ 528 123 ლარი შეადგინა, საიდანაც 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია