შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილს ჩემი ძმის პიჯაკს გავუგზავნი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ნოემბერი 2018

ეკა ბესელიას შეფასებით, დიაგნოზის თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია. ბესელია სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ის "მომსახურების სივრციდან" არის გასული. ბესელია მზადაა სააკაშვილს ძმის პიჯაკი გაუგზავნოს:

„უმძიმესი სურათია, რასაც თავის სახელს სპეციალისტები დაარქმევენ. ეს ყველაფერი პოლიტიკურად აღარ ითარგმნება, რადგან ადამიანი მომსახურების სივრციდან გასულია და არ ეკითხება, რას ლაპარაკობს, რას ბოდავს, რას მიედ-მოედება. სერიოზულობის სივრცეში აღარ ექცევა. რომ წარმოვიდგენ, ეს ადამიანი ქვეყანას ცხრა წლის მანძილზე მართავდა და თავისი ბოდვებით უბედურ წლებს გვახსენებს, მართლა უბედური საქართველო. მისი ბოდვის საფეხური არაფერს ექვემდებარება. ვინაიდან, მას განსაკუთრებული ლტოლვა აქვს, ბიუჯეტის ფულით პირადი ნივთები შეიძინოს, ჩემი ძმის ერთ-ერთ პიჯაკს საქველმოქმედო აქციით გავუგზავნი და გაახსენდება, რომ ეს ის ძმაა, რომლიც ერთი წელი ციხეში უდანაშაულოდ გამოკეტა და მძევლად ჰყავდა. მართლა პიჯაკების საქმე კი არ არსებობს, მას სასამართლო საბიუჯეტო თანხებიდან რვა მილიონის გაფლანგვას ედავება. ქვეყანა მიწასთან გაასწორა, ადამიანებს ძალისმიერი მეთოდებით უკანასკნელი სარჩო მიატანინა და დღეს იქედან გმოგვძღვრავს“, – განაცხადა ბესელიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია