გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედებაზე შეტევა უსამართლობა და მიუღებელია- გახარია ბერაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ოქტომბერი 2019

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ჯუნგლების დასახმარებლად 1,1 მილიონი დოლარის გამოყოფას გამოეხმაურა და ამ თემაზე წამოწყებულ დისკუსიას "უსამართლო" და "მიუღებელი" უწოდა.

"ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა ბუნებაში არის უსამართლობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორჯერ უსამართლო, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში, ამასთან, ასობით მილიონს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში. როდესაც ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება პოლიტიკური თავდასხმის საგანია, აბსოლუტურად მიუღებელია", — ამბობს პრემიერ-მინისტრი.

გუშინ, 22 ოქტომბერს ბერამ საკუთარ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ 1,1 მილიონი დოლარი გადაურიცხა ორგანიზაციას ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად:

"ბოლო ერთი თვეა ამაზონის ჯუნგლებში ხანძარია, ცეცხლი ჩვენი პლანეტის ფილტვებს ანადგურებს, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ცხოვრებას და ჩვენი შვილების მომავალს. მოგიწოდებთ მოქმედებისკენ, დღეს მე მინდა მხარი დავუჭირო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია