გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება" - სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ნოემბერი 2018

"ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება, " – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მისი მოსაზრებით სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს.

 

„გამოძიება მიმდინარეობს ამ თემაზე. ვნახოთ, რას იტყვიან. ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება, რადგან ამას არანაირი კავშირი აქვს ევროპასთან, არც დასავლეთთან და არც იმ მომავალთან, რომელიც საქართველოს ექნება.

მე არ ვფიქრობ, რომ არასამთავრობოების ნათქვამი უნდა დავიჯერო ან არ უნდა დავიჯერო. ვამბობ, რომ გაყალბება ჩემგან ძალიან შორსაა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია