შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუკი საქართველო დაიცალა ქართველებისგან, ვინ დარჩება აქ? - პაატა ბურჭულაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ოქტომბერი 2019

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანები დასახმავებლად მიმართავენ, მაგრამ ვერ ეხმარება, რადგან ფონდ „იავნანას“ პრობლემები აქვს სამართალდამცავებთან:

„არ ვიცი, რა ვქნა, მეგობრებო, მირჩიეთ... თითქმის ყოველ დღე ვიღებ წერილს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისგან, ზოგი პიდაპირი გაგებით პურის ფულს ითხოვს, ზოგს წამლის ფული უჭირს, ზოგსაც შვილისთვის განათლების მიცემის შესაძლებლობა არ გააჩნია. ვიდრე ეს მავნებელი ხელისუფლება, ივანიშვილის თაოსნობით, ფონდ „იავნანას“ დაარბევდა, ვახერხებდით დახმარებას. ახლაც ვცდილობთ, მაგრამ ნაკლები შესაძელბლობა გვაქვს. ძალიან მძიმე სოციალური ფონია ჩვენს გარშემო, დღეს კიდევ ერთი წერილი მივიღე, რომელშიც მთხოვენ, დავეხმარო საქართველოს დატოვებასა და ოჯახით უცხოეთში გადახვეწაში, ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ კაცმა მთელი ცხოვრება თავის ქვეყანას შეალია და არაერთი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გამოზარდა. დღეს საკუთარ ქვეყანაში დამცირებულია, აღარ დაედგომება და უცხოეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ წასვლაში ითხოვს დახმარებას. სამწუხარო ის არის, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა საზღვარგარეთ გადახვეწაში დახმარებას მთხოვენ. მითხარით ბატონებო, დავეხმარო? მართლა გული მიკვდება, ასეთი ხალხი თუ წავიდა ქვეყნიდან, თუკი საქართველო დაიცალა ქართველებისგან, ვინ დარჩება აქ? მირჩიეთ, რა ვქნა?“


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია