შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ქვეყანას ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში ეხმარება- გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ოქტომბერი 2019

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში-შენარჩუნებაში”,- ამის შესახებ, პრემიერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” საერთოდ, მინდა გითხრათ რომ ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევა არის უსამართლო, უბრალოდ, ბუნებაში არის უსამართლო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის 2-ჯერ უსამართლო, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნებაში. ამასთან ერთად, ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში. ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი მიუღებელია. ეს არის ის მცდელობა ამოტრიალებული რეალობის, როდესაც ტყუილს სიმათლეს ვეძახით. სიმართლეს ვერ ვხვდებით რა უნდა დავარქვათ.”,-ამბობს გახარია.

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ გადარიცხა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია