შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილის პიჯაკების დამთვლელები რომ სხვის ფულს ნუ ითვლითო გეტყვიან"- სარიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2019

ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გახარიას ფანების , რამდენიმე პოსტს წავაწყდი, ძაანაც სწორი ქნა ბერამ რო ამაზონის ტყის გადასარჩენად გადარიცხა ფულიო, ვისი რა საქმეა, თავის ფულს სად გადარიცხავსო, აქ არავინ დაუფასა და ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტს ხო გაგიგიათო ხოდა მიდი ბერა ეგრე გააგრძელეო.

რა თქმა უნდა, საკუთარ ფულს ვინ სად გადარიცხავს, არავის საქმე არ არის, მაგრამ ნება მომეცით გახარიას მანდაუშკებო, საკუთარი ტყეების და პარკების გამნმადგურებელი და ხეების ამომძირკველი ამაზონის ტყეს რომ ტირის, ამაზე გამეღიმოს და სნობობად და არა ბუნების სიყვარულად ჩავუთვალო;

იმის ნებაც მომეცით, რომ როცა ამდენ დამშეულ ბავშვს, უწამლობით და სამკურნალო თანხების უქონლობით სასიკვდილოდ განწირულ პატარებს (დიდებსაც) მავანი ღორებს მიათვლის, ამაზე გავბრაზდე!

და ბოლოს, დამიტოვეთ იმის უფლება რომ არც ეს გადარიცხული ფული ჩავთვალო საკუთარ ფულად, თუნდაც საყდრისის აფეთქების გამო, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა!

სააკაშვილის პიჯაკების დამთვლელები რომ სხვის ფულს ნუ ითვლითო გეტყვიან – აყლივეწ!“- წერს სარიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია