ქ. როკიშკისის დელეგაცია გურიაში იმყოფება
ოზურგეთში ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკის, ქ. როკიშკისის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანს რეგიონის გაცნობა წარმოადგენს.
როკიშკისის მერის წარმომადგენელი ვიტაუტას საული და სტაროსტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი დალია ჯალენიანე, გურიის მხარის რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას შეხვდნენ.
მხარეებმა გურიის რეგიონისა და როკიშკისის მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი ესწრებოდნენ.
ლიეტუვას დელეგაცია ოზურგეთში რამდენიმე დღეს დარჩება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სექტორთან. 26 ოქტომბერს კი სტუმრები ალეგრობის დღესასწაულს დაესწრებიან.
წყარო: "გურიის მხარე"