შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების სამინისტრომ ზაკის სკოლას საქვაბის მშენებლობის ნებართვა მისცა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2019
სკოლის დირექტორი ვართუი მკრტიჩიანი ამბობს, განათლების სამინისტროს შენობის რემონტის ნებართვისთვის ორჯერ მიმართეს. „პირველად მოგვწერეს, რომ ხარჯთაღრიცხვაში კორექტირება იყო საჭირო, შემდეგ მეორედ გავაგზავნეთ წერილი, უკვე დაკორექტირებული და ახლა ორი დღის წინ მივიღეთ თანხმობა“, – ამბობს მკრტიჩიანი.მისივე თქით, საქვაბის გაკეთებას დღეიდან, 24 ოქტომბრიდან დაიწყებენ.ახალქალაქში, სოფელ ზაკის საჯარო სკოლის მასწავლებელი აცხადებდა, რომ განათლების სამინისტრო სკოლის გათბობისთვის, საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებდა. ამის შესახებ ცაულინა მალაზონიამ ფესიბუქსი გვერდზე დაწერა: „საფრთხე, რომლის წინაშეც მე და ჩემი მოსწავლეები ვდგავართ, მაიძულებს განგაში ავტეხო“.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია