შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველო ბიზნესის კეთების მსოფლიო ბანკის რეიტინგში190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2019

მსოფლიო ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 83.7 ქულით მე-7 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 1 ერთეულით შემცირდა, თუმცა ქვეყანა საუკეთესო ათეულშია და ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, შვედეთი, გერმანია და ა.შ.

აღნიშნულ რეიტინგს ახალი ზელანდია ლიდერობს, ბოლო ადგილზე კი - სომალია.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს რეიტინგში 76.7 ქულით 34-ე პოზიცია უჭირავს, სომხეთი კი - 74.5 ქულით 47-ე ადგილზეა.

მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს. კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია