შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უპრეცედენტო და ზღვარგადასულია - წულუკიანი დამკვირვებლის გატაცებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ოქტომბერი 2019

მიუღებელი, უპრეცედენტო, ზღვარგადასული - ასე აფასებს იუსტიციის მინისტსრი თეა წულუკიანი ევროკავშირის დამკვირვებლების გატაცების ფაქტს. 

"მიუღებელია მისიის საქმიანობის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე. მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასევე დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები,"-განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მომხდარის გამო საოკუპაციო რეჟიმს აკრიტიკებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. 

"უპრეცედენტოა და ზღვარგადასულია უკვე. მიუხედავას იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ფორუმზე და მათ შორის სტრასბურგის დავებშიც, მუდმივად აღვწერდით და ვასახელებდით ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მათდამი ცუდი მოპყრობის და რამდენიმე ტრაგიკულ შემთხვევაში გარდაცვალების შესახებ ფაქტებს ვასაჩივრებდით, ახლა უკვე ამას დაემატა საერთაშორისო დამკვირვებლის გატაცება, რაც სავალალო ფაქტია,"- აცხადებს წულუკიანი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია