გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სააკაშვილის ხელისუფლება "ქურდული სამყაროს" შესახებ კანონს ქართველების გენოციდისთვის იყენებდა- კვიციანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ოქტომბერი 2019

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს, ემზარ კვიციანს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება "ქურდული სამყაროს" შესახებ კანონს ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის იყენებდა. მან ჰკითხა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს, არის თუ არა ეს მუხლი დისკრიმინაციული მაშინ, როცა ქვეყანაში ანდიტისკრიმინაციული კანონი არსებობს.

დეპუტატს აინტერესებდა, არის თუ არა დისკრიმინაცია ადამიანის დაჭერა მაშინ, როცა მას დანაშაული არ ჩაუდენია. მისი თქმით, თუ ვიღაცას სხვა მენტალიტეტი აქვს და თავს ქურდს ეძახის იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეა.

"ქურდებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა დევნიდნეს გარკვეული დანაშაულის გამო. გამოვიდა კაცი და იძახის ნაპალეონი ვარო, მეორე იძახის სტალინი ვარო, მიყავთ საავადმყოფოში. გამოვიდა ვიღაც თქვა, რომ ქურდი ვარო, თან კანონიერიო, ციხეში გავუშვათ? გავუშვათ საავადმყოფოში ბოლოს და ბოლოს", — განაცხადა კვიციანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია