შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეჭირვებულთა გაზრდილი რიცხვი და სიის მიღმა დარჩენილი ღატაკები-სოციალური პოლიტიკა საქართველოში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2019

ათასობით მოქალაქეს სოციალურად დაუცველის სტატუსი სრულიად მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტეს. დღეს, უკიდურეს პირობებში მცხოვრები ადამიანებიო მთელი დღე რიგში იდგნენ იმის გასარკვევად აღუდგენს თუ არა სახელმწიფო მინიმალურ 60-ლარიან დახმარებას.

რა მიზეზით დარჩა უამრავი ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიის მიღმა ჯერჯერობით უცნობია.

სიღარიბის დონით გურია მხოლოდ რამდენიმე რეგიონს ჩამოუვარდება. აქ საარსებო შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 15,5% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას 57,7% გამოთქვამს. გურიაში სულ 113 350 ადამიანი ცხოვრობს.

გურიაში დღევანდელი მონაცემებით, შეჭირვებულთა მაჩვენებელთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა.
სოციალური მომსახურების საგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით ოზურგეთში - 6,686, ჩოხატაურში - 5,283 , ლანჩხუთში კი - 6,471 შეადგენს. რაც 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია ( ლანჩხუთი- 5535 პირი; ოზურგეთი- 6631; ჩოხატაური- 4223 პირი ღებულობდა).
სტატისტიკის მიხედვით, გამოდის რომ, 2011 წლის დეკემბრისთვის გურიის რეგიონში საარსებო შემწეობის მიმღები პირები - 16,389 -ს შეადგენდნენ, 2016 წლის ივნისის მონაცემებით კი- 18,440. რაც იმას ნიშნავს, რომ გურიის რეგიონში „ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სიღარიბის მაჩვენებელი და უკიდურესად შეჭირვებულთა რაოდენობაც 2 ათას 51-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი რეგიონში მკვეთრად გაზრდილია, ეს რიცხვები არ ასახავს იმ რეალობას, როგორი სოციალური ფონიც გურიაში არსებობს. ამის მაგალითია ის ოჯახები, რომლებიც ფულადი შემწეობის მიმღებთა სიაში წლების განმავლობაში ირიცხებოდნენ და მიუხედავად მათი უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა, დღეს ერთიანი ბაზის მიღმა არიან დარჩენილები. კონკრეტული პასუხი, თუ რატომ უწყდებათ დახმარება იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმს ქვემოთაა, სოციალურ სააგენტოში არა აქვთ. დასმულ კითხვაზე, პასუხად ვიღებთ მხოლოდ იმას, რომ ოჯახს შეუძლია ერთი წლის შემდეგ ახალი განცხადებით მიმართოს სააგენტოს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოცემული რიცხვები რეალობასთან ახლოს არ არის და რეგიონში გაცილებით მეტი ღარიბი ცხოვრობს, ვიდრე ეს მონაცემთა ბაზაშია რეგგისტრირებული. მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სოციალური დახმარების მიმღებთა სიიდან, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები ამოიღეს:
„მართალია სოციალური მომსახურების სააგენტო მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ შეჭირვებულ ოჯახზე არ იზრუნონ. თუკი ყველაფერს პროგრამა ასრულებს, ვერ ვხდები ამ სამსახურის თანამშრომელთა დანიშნულებას. გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი სოციალური სააგენტოს მუშაობით. ვისაც უჭირს და პურის ფული არ აქვს, იმას დახმარებებას არ უნდა უხსნიდენ. „ოცნება“ როცა ხელისუფლებაში მოდიოდა, სხვა დაპირებები ქონდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. რად უნდა გადამოწმება იმას, ვისაც სახლი არ აქვს და ჭერი თავზე ენგრევა. ბაზაში ვერ მოხვდნენ ისეთი ოჯახები, რომლებიც დახმარებას რეალურად საჭიროებენ. უამრავი შეჭირვებული ამოიღეს სიიდან. გურიაში 60%-ი მაინც არის შეჭირვებული“-ამბობენ მოქალაქეები.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ახალი მეთოდოლოგიით შემოღებული იქნა სოციალური დახმარების დიფერენცირებული სისტემა, რომლის მიხედვითაც საარსებო შემწეობას იღებს ის ოჯახი, რომელსაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება.
„2015 წლის მაისიდან ძალაში შევიდა ახალი მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოს მტავრობის დადგენილებით დამტკიცდა-( კანონი ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“) მეთოდოლოგია ორიენტირებულია ოჯახების შემოსავლებზე (ან შემოსავლის მომტან ქონებაზე), შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები შეიძლება გახდეს ოჯახი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახის ქონება. მაგალითად, დამატებითი ბინა, სახნავ-სათესი სავარგულები, ავტომობილი. საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა: მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი, კონდიციონერი, ტელევიზორი, სარეიტინგო ქულებზე გავლენას არ ახდენს- აცხადებენ უწყებაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია