შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით ბაქრაძე აფენის თემში „ევროპული საქართველოს’’ კანდიდატთან ერთად ამომრჩევლებს შეხვდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ოქტომბერი 2019

ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან, ერთად ადგილობრივებს შეხვდა.

მისი თქმით, მოსახლეობა სასმელი წყლის, სანიაღვრე სისტემის, შიდა გზების პრობლემებზე და ზოგადად, ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობაზე, საუბრობს.

დავით ბაქრაძის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის პრობლემები არ აწუხებს და მოსახლოებას მოუწოდებს, ლაგოდეხში ადგილობრივ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირონ, რათა მან ხალხის პრობლემების მოგვარება და ახალი პროექტების განხორციელება შეძლოს.

„ხელისუფლების უყურადღებობის შედეგად, ლაგოდეხში ბევრი პრობლემა არის დაგროვილი. შარშან ლაგოდეხის ბიუჯეტში მორჩა 800 ათასი ლარი, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში უკან დაბრუნდა. ეს იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობისთვის არ გაიცემა ერთჯერადი დახმარებები, არ ხდება გზების, სანიაღვრე სისტემის შეკეთება და პრობლემაა წყალმომარაგების სისტემაშიც.

ეს არის იმის ნიშანი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ აწუხებს ადამიანების პრობლემები და არაფერს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად. ეს უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებზე.

„ევროპულ საქართველოს“ წარმოდგენილი ჰყავს კანდიდატი, მალხაზ მელაშვილი. საქმიანი, გამოცდილი, მცოდნე ადამიანი, რომელიც ლაგოდეხის საკრებულოდან არათუ მორჩენილ თანხას არ დააბრუნებს ბიუჯეტში, კიდევ უფრო მეტ თანხას მოითხოვს პროექტების განსახორციელებლად და ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია