შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჭადრების ბაღში "ალეგრობა- ოზურგეთობა 2019"- ის დღესასწაულისთვის მზადება მიმდინარეობს (ფოტოები)

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ოქტომბერი 2019

ოზურგეთში, "ჭადრების ბაღში", ალეგრობის" დღესასწაულისთვის მზადება მიმდინარეობს.

„ალეგრობის” დამკვიდრების ისტორია გურიიის უკანასკნელი მთავრის , მამია V გურიელის (1789-1826) დროიდან უნდა ვეძიოთ, რომლის სასახლე იმ დროის ევროპული კულტურული სალონი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში. მაშინდელ ოზურგეთში უცხოელების გამოჩენა არავის უკვირდა,ქალაქში იტალიელი მისიონერებიც უნახავთ და გერმანელი მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთადასიც-გურიელმა თავის კარზე რომ დაიტოვა სანახაობათა მოსაწყობად.ამიტომ „ალეგრობა” - იტალიური შინაარსის სიტყვა რომ ეწოდა მხიარულ, მრავალფეროვან და მასობრივ დღესასწაულს, დღევანდელი გადასახედიდან თითქოს არც უნდა გაგვიკვირდეს.
„ალეგრობა” , როგორც სახალხო სანახაობა, გურიაში ძველთაგანვე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. იმ დღეს თითოეული ოჯახი სურსათ-სანოვაგით შეეწეოდა ხოლმე ორგანიზატორებს , ლატარიიდან შემოსული თანხაც მთლიანად საზოგადოებრივ-საქველმოქმედო დანიშნულებით იხარჯებოდა. ქალაქის გარდა, „ალეგრობა” სოფლებშიც იმართებოდა და განსაკუთრებით განთქმული იყო ბახვის, ლიხაურის, შემოქმედის , კვირიკეთის „ალეგრობები”. XIX საუკუნის 80-იან წლებიდან მოყოლებული , ეს დიდი ტრადიცია 1941 წლამდე მოვიდა და მეორე მსოფლიოს ომმა შეაჩერა . იმ ადრინდელი „ალეგრობების” შესახებ ცნობიბი კი ძველმა გაზეთმა და თანამედროვეთა მოგონებებმა შემოგვინახეს.
სხვადასხვა წლებისა და ეპოქის „ალეგრობებს” ჩაქურიან - ყაბალახიანი, ულვაშაწკეპილი გურული ვაჟკაცებიც ახსოვთ და „ცარსკებით” დამშვენებული, „ჩესუნჩისა” თუ სატინის ბლუზებიანიც; ნაწნავ-თავსაფრიანი უმშვენიერესი ასულებიც და მხიარულ „ბუზიკაზე” „ფოქსტროტისა” და „ვალსის” მოცეკვავე გოგონებიც. ყოფილა დიდი მხიარულება, სეირნობა, ქალ-ვაჟთა „გადანახულება” , მუშაობდა „სიყვარულის ფოსტა”, „ბედის კასრი”, იმართებოდა შეჯიბრი ცეკვებში... უხუცეს ოზურგეთელებს ახსოვთ, დღესასწაულის ყველაზე ლამაზ გოგონას ქადეიშვილის ქალის განთქმულ ტორტს რომ მიართმევდნენ პრიზად, თეთრი ვარდებით მორთულ ფაეტონში ჩასვამდნენ და არემარეს ზარზეიმით შემოატარებდნენ. „ალეგრობაზე” ბევრი ქალ-ვაჟის ბედი გადაწყვეტილა.

ღონისძიება 14 საათზე დაიწყება სადაც შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ღონისძიებები და აქტივობები: 

14:00 საათი: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - უკრაინის ქალაქ გენიჩესკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ფოტოგამოფენა - ფილმის ჩვენება.

ოზურგეთის სურათების გალერეა -გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის საშემოდგომო გამოფენა.

სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

საბავშვო კონცერტი;

სპორტული ასპარეზობები: მკლავჭიდი, ნარდი, ჭიდაობა, ფარიკაობა, ტაეკვანდო.

საბავშვო გასართობი სივრცე -ანიმატორები, ხატვის კუთხე, გასეირნება პონით;

გელა ცენტერაძის მწვანე დეკორაციების გამოფენა - „მოგზაურობა ზღაპარში.“

კოლეჯი „ჰორიზონტი“ - მასტერკლასები და სტუდენტების ნამუშევართა გამოფენა.

ეთნოგარემო - „გურული სოფლები და მათი ტრადიციები.“

ადგილობრივი მეწარმეებისა და რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა.

ტურისტული პოტენციალის გამოფენა - არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის სახლის“ გამოფენა „მოხალისეობის ტრადიცია გურიაში.“

„გურული მოჯირითეები ამერიკაში“ - ფოტოგამოფენა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ - საინფორმაციო კუთხის დათვალიერება.

საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.

16:00 საათი

კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ჯგუფების მონაწილეობით;

სპორტულ ასპარეზობაში გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოვება.

შოუ პროგრამა „ეროვნული სამოსი.“

წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოვება;

საპატიო ოზურგეთელების დასახელება.

19:00 საათი

გალა კონცერტი ჯგუფ „ალეგროს,“ „რეგიონის,“ და გიორგი ტოროტაძის მონაწილეობით.

დასწრება თავისუფალია!!

 დღესასწაულს დაასრულებს ფოიერვერკი.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია