სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორხის ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ გრძელდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2019
ფოტო:არქივირელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენელი ელვარდი ზაზაძე სოფელ კორხში ორი კვირის წინ იმყოფებოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, ადგილობრივები უკანონო მშენებლობას მაინც აგრძელებენ და არ ჩერდებიან.„ოთხი რიგი ჰქონდათ დარჩენილი, ალბათ უკვე დასრულებული ექნებათ. მე ვაკვირდები პროცესს და რელიგიის სააგენტოს ვაყენებ საქმის კურსში“, - გვეუბნება ელვარდი ზაზაძე.რამდენიმე თვის წინ, ძეგლთა დაცვამ კორხის ეკლესიის საქმეზე, საინიციატივო ჯგუფს, სამუშაოების გასაგრძელებლად, პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება და არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა. კვლევის პროცესი სააგენტოს ზედამხედველობით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.რატომ ვერ მოხერხდა კორხის ეკლესიაზე უკანონო სამუშაოების შეჩერება, ამ თემაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან პასუხს ველოდებით.სააგენტომ, მიმდინარე წლის მაისში, კორხის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოების გამო, ადგილობრივ იური წარუკიანს, სამართალდარღვევის ოქმიც შეუდგინა და მისი კანონიერების დასადგენად ახალქალაქის რაიონულმა სასამართლოს გადასცა.როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტი ლევან ჭავჭავაძე აცხადებს, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ წარუკიანი სამართალდამრღვევად არ ცნო.„ესეთი გადაწყვეტილება გამოიტანა და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადავუგზავნეთ გადაწყვეტილება, რომ იმათმა მოიკვლიონ და დაადგინონ არის თუ არა წარუკიანი სამართალდამრღვევი“, - გვეუბნება ლევან ჭავჭავაძე.საქმეზე ძიება 259-ე ორი პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება გამოიწვია.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი სახით აღარ არსებობს. უნებართვო სამუშაოები სოფლის მოსახლეობამ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.სოფელ კორხის XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის. კორხში ეკლესიის ნგრევასთან დაკავშირებით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული.ამავე თემაზე ნახეთ:კორხის დანგრეული ეკლესია უკანონო სამუშაოების შემდეგ სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა ‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’– კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია