შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძის გზაზე გარდაცვლილი 30 წლამდე კაცი პროზექტურაში გადაასვენეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ოქტომბერი 2019
თვითმხილველების განმარტებით, ტრაილერი ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა. შემთხვევა, დღეს 25 ოქტომბერს, 5:00 საათზე მოხდა. მოსახვევში სატვირთო მანქანა, მძღოლის მხარეს გადატრიალდა, ი.ზ–მ გადმოსვლა ვერ მოასწრო.გარდაცვლილი ახალციხის პროზექტურაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.შსს–მ გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ქმედებას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია