შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ოქტომბერი 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა და ოთხივე უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. რეგისტრირებული 4 229 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 57%-მა.

ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, არანაირ გართულებებს ადგილი არ ჰქონია დ არც ერთ უბანზე დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერილა.

მისი თქმით, არჩევნები 4 უბანზე სოფელ ჭაბუკიანის 2, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბნებზე ჩატარდა.

,,საარჩევნო პროცესი დასრულდა, უბნები დაიხურა და დაიწყო დოკუმენტაციის დალუქვის და ხმების დათვლის პროცედურა. დღის განმავლობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. არჩევნებში მონაწილეობა 2413-მა ამომრჩეველმა მიიღო რაც საერთო ჯამში 57,6 %-ს შეადგენს”,- განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.

ლაგოდეხის აფენის თემში საკრებულოს დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი – „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოსა“ და „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო უფლებამოსილება შეუწყდა და დაინიშნა შუალედური არჩევნები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია