შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სპეცრაზმელი წყვეტს გახსნას თუ არა ცეცხლი - გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ოქტომბერი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მინისტრმა თქვა, რომ გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

„ინფორმაცია მივაწოდე იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა და რა ბრძანებები გავეცი, ვისი ნებართვით დაიწყო ღონისძიება და რა დაიწყო", - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, რატომ გახდა სროლა აუცილებელი, გომელაურმა თქვა, რომ „სპეცრაზმელი მინისტრს ან მეთაურს არ ეკითხება, შეიძლება თუ არა ცეცხლი გახსნას და ამას თავად სპეცრაზმის წარმომადგენელი წყვეტს".

„იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერმინისტრიც და ყველაფერი. პროკურატურამ უნდა გვითხრას, იყო თუ არა გადაცდომა", - აღნიშნა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გამოკითხეს.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია