გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოსავალი სინოდის მთელი შემადგენლობის გადადგომაა- დედა სიდონია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ოქტომბერი 2019

დედა სიდონია  მეუფე იაკობის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს:

"როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს ამომეწურა ყოველგვარი თმენის ვალდებულება იმასთან დაკავშირებით რასაც სინოდის წევრებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან დაუსრულებლად ვიამენთ წლების განმავლობაში.
მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი. მაქვს დადებული მონაზვნობის აღთქმა და, ისევე როგორც ყოველი ადამიანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას ღვთისა და მოყვასის წინაშე. მიმაჩნია რომ, ამ ვითარებაში სწორედ სიჩუმეა ცოდვა.
იმ ფაქტებიდან რაც მეუფე იაკობის მონაყოლიდან შევიტყეთ ერთიც რომ იყოს მართალი, ეს ნიშნავს დღეს წარმოდგენილი სასულიერო დასის დაქცევას!
ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალი ამ სიტუაციაში არის, იღონოს ყველაფერი რათა - საეკლესიო ცხოვრება დაუბრუნოს ქრისტიანულ მორალს, ჩვენს მაცხოვარ უფალ იესო ქრისტეს.
პირადად მე მიმაჩნია რომ, ამ ვითარებაში გამოსავალი არის, სინოდის მთელი შემადგენლობის გადადგომა. ხოლო უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამის შემდეგ გამოარჩიოს 10 ღირსეული მღვდელმთავარი და დააკომპლექტოს სინოდი!
საქართველოს ეკლესიის მმართველობა არის სინოდალური და სწორედ იგი უნდა იყოს პასუხისმგებელი ეკლესიის წინაშე არსებულ უმწვავეს პრობლემებზე.

P.S. ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და, საზოგადოება არის უკიდურესად აღშფოთებული. იოლი გამოსავალი ამ სიტუაციაში აღარ არსებობს, აუცილებელია თამამი ნაბიჯების გადადგმა. ამას ვგრძნობ მთელი ჩემი თვითშეგნებით."- განაცხადა დედა სიდონიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია