შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გენიჩესკის დელეგაციას სოფელმა შრომამ უმასპინძლა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ოქტომბერი 2019

უკრაინის ქალაქ გენიჩესკის დელეგაციას დღეს სოფელმა შრომამ უმასპინძლა.
შრომისა და გენიჩესკის სოფელ როვნოეს მრავალწლიანი მეგობრობის აღდგენის აღსანიშნავად შრომაში სტუმრებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „გურიამ“ ქართულ-უკრაინული ქორეოგრაფიული კომპოზიციით სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია.

უკრაინელებმა შრომაში ძეგლი „მეორე სამშობლოში“ გვირგვინით შეამკეს, მოინახულეს ე.წ „მეგობრობის ბაღი“ და ის ოჯახები, რომლებშიც 90-იან წლებამდე ხშირად სტუმრობდნენ.

გენიჩესკსა და ოზურგეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გუშინ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაფორმდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია