შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება - მეუფე მელქისედეკი სინოდის სხდომის ჩანიშვნას ითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ოქტომბერი 2019

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება - მეუფე მელქისედეკი სინოდის სხდომის სასწრაფო წესით მოწვევას ითხოვს. არგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი მეუფე იაკობის განცხადების შეფასებისაგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდა და ამ კითხვებს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. მეუფე მელქისედეკი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც ქორეპისკოპოსის განცხადებას გამოეხმაურა. მეუფე გრიგოლმა საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ სინოდის სხდომის ჩანიშვნა აუცილებელია.
"აუცილებლად უნდა დაინიშნოს სინოდის სხდომა. ეს დამოკიდებულია უწმინდესზე. ამ სინოდზე უნდა გავერკვეთ რა ხდება. მე მაქვს ძალიან ბევრი კითხვა" - აცხადებს მიტროპოლიტი მელქისედეკ ხაჩიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია