კახეთი
საგადასახადო სამართალდარღვევის 418 ფაქტი გამოვლინდა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 ოქტომბერი 2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,
21-27 ოქტომბერს განხორციელებული კონტროლის შედეგად, საგადასახადო
სამართალდარღვევის 418 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3,778
გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო
სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე
ტრანსპორტირების 94 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის
გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით
განხორციელების 30 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით
ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 294
ფაქტი.