შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, სადაც მძღოლები არასწორად დახაზულ პარკინგზე ჩივიან, შსს–მ ბორდიურები დააწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ოქტომბერი 2019
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ე.წ „ზურების“ მაღაზიასთან მდებარე პარკინგზე ბორდიურები ორი კვირის წინ დაალაგეს. „მერიასთან ერთად მიმდინარეობს სამუშაოები, ცვლილებებია დაგეგმილი. საპარკინგე ადგილი როგორი იქნება კვირის ბოლოს გვეცოდინება. ბეტონის ფილები იმიტომ აწყვია, რომ კამერამ არ დააჯარიმოს მძღოლები“, – განმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.მძღოლები ამბობენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე, ე.წ. „ზურების“ მაღაზიასთან, პარკინგსა და ღერძულა ხაზს შორის მცირე მანძილია. მიმავალმა მანქანამ პარკინგზე მდგარ ან გამომავალ მანქანას გვერდი რომ აუქციოს, უწევს ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რის გამოც ჯარიმდება.მას შემდეგ, რაც ქალაქში ჭკვიანი კამერები ჩაირთო, მძღოლებს 50–ლარიანი ჯარიმების შესახებ სმს–ები police.ge-დან მისდით. როგორც მძღოლები გვეუბნებიან, მათი ჯარიმები, ძირითადად, რუსთაველის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას ეხება.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია