შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ოქტომბერი 2019
ასპინძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ეზოში მდებარეობს და ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ იგი წლების განმავლობაში დაცლილი იყო.„ადრე ცხოვრობდნენ ვიღაცები, კარგა ხანია აღარავის უცხოვრია, დაცლილი იყო“, - ამბობენ ადგილობრივები.შენობას ცეცხლი დაახლოებით 18:30 საათზე მოედო. მის ჩაქრობას თავიდან ორი სახანძო სამაშველო მანქანა ცდილობდა. ამ დროისათვის ადგილზე ოთხი მანქანა მუშაობს. „ეს ყოფილა სატყეოს ბალანსზე არსებული შენობა და არა საცხოვრებელი სახლი. ამ დრიოსათვის ცეცხლი ლოკალიზებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ცეცხლის სხვა შენობაზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები.[თაკო ფექირიშვილი, რობი ზარიძე ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია