შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანის სკოლის დირექტორის და პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაგრძელდება

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ოქტომბერი 2019
როგორც ახალციხის რესურსცენტრის იურისტი გია დალალიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, სააპელაციო სასამართლოში შესატანად სარჩელი უკვე მზადდება.„ჯერ დრო გვაქვს და კანონით დათქმულ ვადაში სასამართლოში აუცილებლად შევიტანთ“,-ამბობს გია დალალიშვილი.ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, პედაგოგის ანა კეღოშვილის სარჩელი, რომელსაც დირექტორი სამასწავლებლოში ტელეფონით ფარულად ხმის ჩაწერას ედავებოდა, 20 სექტემბერს სრულად დააკმაყოფილა.სხდომაზე სამოტივაციო ნაწილის წაკითხვისას, მოსამართლე გია ბერაიამ განაცხადა, რომ ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ ანა კეღოშვილი ფარულად ხმას იწერდა. ამავე დროს მოსამართლის თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობები იყო, რის გამოც პედაგოგის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.სოფელ ანის საჯარო სკოლის მასწავლებელს ანა კეღოშვილს, დირექტორის მოთხოვნით, დისციპლინურმა კომიტეტმა საყვედური 24 ივნისს გამოუცხადა.მას სკოლის დირექცია სამასწავლებლოში ტელეფონით ფარულად ხმის ჩაწერას ედავებოდა. ანა კეღოშვილი კი სასამართლოში, იმ სხდომის ოქმისა და ბრძანების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მას საყვედური გამოუცხადეს, პირად საქმეში შეტანით.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია