სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფარეხასთან, ავარიაში და-ძმა გარდაიცვალა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ოქტომბერი 2019
სამივე მათგანი აბასთუმნიდან არიან. შემთხვევა დღეს, 28 ოქტომბერს 17:20 საათზე მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ადიგენიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი „მერსედესი“ სატვირთო მანქანას უკნიდან შეეჯახა.მსუბუქ მანქანაში მხდომი სამი მგზავრიდან ორი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სახანძრო–სამაშველო სამსახური. შუახნის ქალს, ნეკნებისა და კიდურების მოტეხილობის გამო თბილისში გადაყვანა საჭირდა, მას ოპერაცია ესაჭიროება.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია