გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამბროლაურის მერი, რომელმაც ტოტალიზატორში პორშე მოიგო, ამბობს, რომ ხშირი თამაში დამოკიდებულებას იწვევს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ოქტომბერი 2019

ამბროლაურის მერი, დავით მხეიძე, რომელმაც ლიდერბეთის გათამაშებაში პორშე მოიგო, ამბობს, რომ ტოტალიზატორში ხშირი თამაში დამოკიდებულებას იწვევს. მისი აზრით, ამის პოპულარიზაცია არ უნდა მოხდეს და ხალხმა ფული არ უნდა ფლანგოს.

კითხვაზე, როცა მერი ტოტალიზატორში იგებს მანქანას, ეს ხელს შეუწყობს თუ არა მოქალაქეების თამაშდამოკიდებას, მხეიძე ასე პასუხობს:

"ვინც არ უნდა მოიგოს, ყველას უჩნდება ინტერესი, მერი იქნება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა... [ის, რომ მერი ვარ და მე მოვიგე] ეს ფაქტორი შეიძლება ცუდი გავლენის მომხდენი გახდეს საზოგადოებაზე".

ამბროლაურის მერი ამბობს, რომ ტოტალიზატორში იშვიათად თამაშობს, სამსახურში ვებგვერდები დაბლოკილია და ანგარიში, რომლითაც პორშე მოიგო, მისმა სრულწლოვანმა დისშვილებმა გახსნეს. ის ირწმუნება, რომ 48 ბილეთიდან მან მხოლოდ ორი დადო, დანარჩენი — დისშვილებმა.

"გავუყოფ ყველას, მარტო ჩემთვის ღმერთმა ნუ მომახმაროს", — ამბობს მერი, რომელიც დასძენს, რომ სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე იშვიათად თამაშობს.

მერის თქმით, თუ მისი მოადგილე მოიგებდა მასაც გაუჩნდებოდა კითხვა, სამუშაო საათების განმავლობაში ხო არ თამაშობს ტოტალიზატორებში.

"[ეს კითხვა ჩემ მიმართაც ლეგიტიმურია], რა თქმა უნდა", — ამბობს ის.

on.ge

ამბროლაურის მერმა პორშე გუშინ, 29 ოქტომბერს გათამშებაში მოიგო. მის ანგარიშზე 48 ბილეთი ფიქსირდებოდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია