ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 100%-ანი გრანტის მფლობელი 10 მოსწავლე დააჯილდოვა.
გრანტოსნებს 3000 -3000 ლარი საზეიმოდ ალეგრობის დღესასწაულზე გადაეცათ, 1000 -1000 ლარს მიიღებენ ახალგაზრდების ამღზრდელი სკოლებიც.
ეს ახალგაზრდები და სკოლებია:
ვანო მეგრელიშვილი - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა;
ნინო ინწკირველი - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა;
აკაკი ზღულაძე - ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა;
სალომე ჩაგუნავა - ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა;
მარიამ გორგაძე - წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა;
ნინო ჩხიკვიშვილი - წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა;
თათია სალუქვაძე - სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა;
ანი თუთისანი - დაბა ლაითურის საჯარო სკოლა;
თამარ სირაძე - სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა;
ელისაბედ სიხარულიძე - ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა.
ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა, რომელიც აღმასრულებელ ორგანომაც გაიზიარა, პირველად 2015 წელს ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტში ამოქმედდა. დღემდე ამ პროექტის ფარგლებში 27 წარმატებული ახალგაზრდა დაჯილდოვდა.