შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არც ასეთი ეკლესია სჭირდება ვინმეს და არც ასეთი ხელისუფლება- ვალერი გელბახიანი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ოქტომბერი 2019

პატრიარქმა 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მოიწვია. მეუფე იაკობი, რომელმაც ხელისუფლება ილია მეორის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა, სინოდის სხდომას დაესწრება. რატომ აირია მონასტერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ვის სჭირდება და აწყობს არეულობა ქართულ ეკლესიაში - ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით  “2020NEWS”  „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ვალერი გელბახიანს ესაუბრა:

„ არც ასეთი ეკლესია სჭირდება ვინმეს და არც ასეთი ხელისუფლება, სადაც ადამიანი კი არაა მთავარი ღირებულება, არამედ  -  ფულადი ძალაუფლება“, - აცხადებს გელბახიანი.

"არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს. თუმცა,  ფაქტი ერთია, რომ ამ ადამიანების სახელები ტყუილად არ სახელდება.

არ ვფიქრობ, რომ  მეუფე იაკობი მარტო მოქმედებდეს. განცხადებები, რომელიც მან გააკეთა, თითქოს  თავისი ინიციატივით, დამაჯერებელი ვერსია არაა.  ტელევიზიაში რეკავს და აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებზეც იცის, რომ საშინელი რეაქცია იქნება. შემდეგ კი ახალ-ახალ ფაქტებს უმატებს თავის ვერსიებს. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩნდება კითხვა:  ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, თუ -  რაღაც ქურდული მანქანა სახელმწიფოს სახით, თავისი გარჩევებით, ფულის დაწერებით, ვიღაც შუამავლებით,  შეთავაზებებით?!  ამ სკანდალში სახელდებიან  უმაღლესი  რანგის თანამდებობის პირები და ამაში მონაწილეობენ უკვე ეკლესიის ასევე მაღალი თანამდებობის პირები. თემა ისეა გადახლართული, რომ აშკარად მაფიოზურ სურათს ვღებულობთ.

აქედან გამომდინარე, მარტივი ასახსნელი არაა, ვის სჭირდება ეს სკანდალი,  რა პოლიტიკური სარჩული აქვს. ერთი რამ აშკარად ჩანს,  ეკლესიას რეფორმა სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური რეფორმაც აუცილებელია.  ვინც გეგმავდა, იმან იფიქროს, რა მოუტანა ქვეყანას ამ ხელების ფათურით საეკლესიო საკითხებში.  საზოგადოება ბრმა არაა. არც ასეთი ეკლესია სჭირდება ვინმეს და არც ასეთი ხელისუფლება, სადაც ადამიანი კი არაა მთავარი ღირებულება, არამედ მათი ფულადი ძალაუფლება.

ხელისუფლებამ სადაც კი ხელი ჩაყო, სიტუაცია ყველგან აირია, არაფერი დალაგდა. ამ ისტორიაშიც ჩანს, რომ ხელისუფლების ინტერესებში იყო კონტროლი ეკლესიაზე, რამაც გამოიწვია ის, რასაც ვხედავთ. 

პატრიარქს ძალიან ბევრი კრიზისი გადაუტანია.  მან  ძალიან კარგად იცის, მისი წასვლის შემდეგ  ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღარ იარსებებს, დაიშლება რაღაც  სეგმენტებად. ის  თანამდებობის შენარჩუნებაზე კი არა, ეკლესიის ერთიანობის, მთლიანობის შესანარჩუნებაზე ფიქრობს.

2020news.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია