შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზ-აღზრდის გაკვეთილები სკოლებში?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ოქტომბერი 2019

კვლევები აჩვენებს, რომ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ფიზ-აქტივობა აუმჯობესებს მოსწავლეთა კონცენტრაციას, ზრდის მათ კრეატიულობას, ამაღლებს თვითშეფასებას, უვითარებს გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებს. ასევე პოზიტიურად აისახება მათ ქცევაზე.

სპორტი ავითერებს მოზარდებს მორალური კუთხითაც. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გამოცადონ ლიდერობა, პასუხილმებლობის აღება სხვის და საკუთარ საქციელზე, მოსწავლეებს უვითარდებათ თვითდისციპლინა, თანაკლასელებთან ურთიერთობის კულტურა. ფიზ-აქტივობის დროს მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ, როგორ დასახონ მიზნები და იბრძოლონ მათ მისაღწევად.

გარდა ამისა, სპორტის სწავლება სკოლაში იმიტომაა მნიშველოვანი, რომ არ დაიჩაგრონ ის მოსწავლეები, ვინც არ გამორჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მაგრამ გააჩნიათ კარგი სპოტული მომაცემები. ასეთ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ შანსი წარმოაჩინონ საკუთარი ტალანტი. არსებობს ბევრი მაგალითი იმისა რომ მომავალი ოლიპიური ჩემპიონების ჯერ კიდევ სკოლის ასაკში აღმოაჩინეს.

სპორტის სკოლაში სწავლება ასევე მნიშველოვანია, იმისათვის რომ მოზარდებმა ისწავლონ ახალი სპორტის სახეობები, რომლის სწავლასაც სხვაგან ვერ შეძლებენ, რაც მომავალში შესაძლოა მათი პროფესიაც კი გახდეს. კანადაში თვლიან, რომ სპორტის სკოლებში სწავლება ეფექტური საშუალებაა ებრძოლო მოსახლეობის ჭარბწონიანობას და კიდევ სხვა მრავალ დავადებას

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია