შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წულუკიანი: ამგვარი ტიპის თავდასხმებს პატრიარქზე, ხელისუფლება, არ შეეგუება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ნოემბერი 2019

“პირველი პოზიცია, რაც შეიძლება დღეს ვთქვათ, არის ის, რომ ამგვარი ტიპის თავდასხმებს პატრიარქზე, საერო ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ შეეგუება. რაც დღეს აწ უკვე ბატონმა პეტრემ იკადრა, ვგმობთ ცალსახად. ამ მომენტისთვის, ჩემი სტატუსიდან გამომდინარე ძალიან ვიკავებ თავს, რომ რაიმე ისეთი არ წამომცდეს, რაც ამ სტატუსის შეუფერებელი იქნებოდა.”

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წმინდა სინოდის  სხდომაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
​მისი განმარტებით, რა თქმა უნდა, ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია ტრადიციულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერო ხელისუფლება შეეგუება იმას, რომ ეკლესიის ხელმძღვანელი იყოს უსაფუძვლო ბრალდებების, შეურაცხყოფის და დამცირების საგანი.

” ამას უბრალოდ არ შევეგუებით, არა მხოლოდ  კონკრეტული პატრიარქის პიროვნულობიდან და იმ ღვაწლიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნისა და ისტორიის წინაშე, არამედ იმიტომ რომ ეკლესიაში სიმშვიდე არის სახელმწიფოებრივი და უშიშროების ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი”-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია