შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში- გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ნოემბერი 2019

რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში, როგორც ჩანს, დღეს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევას უწოდებს.

„ასეთი მცდელობა ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის. არავის მივცემთ უფლებას, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია