გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჯერ სად ხართ, ოღონდ 2020 -ის არჩევნები მოიგოს და ..."- ოქრუაშვილი ივანიშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ნოემბერი 2019

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პროფილზე სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი 2020-ის არჩევნების მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.
"ჯერ სად ხართ ?! მარტო წყალტუბოს რეაბილიტაციას კი არა, ოღონდ 20/20 -ის არჩევნები მოიგოს და გადარჩეს, ბაზალეთის ტბაშიც ჩაყვინთავს და ოქროს აკვანსაც ამოიღებს, საქართველოს ცხვირით გადაჩიჩქნის, თამარ მეფის და რუსთაველის საფლავები რომ იპოვოს, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის და ათონის ივერონის ყიდვასაც დაგპირდებათ, ქორწილში მეჯვარედ წაყვება ყველა ახალდაქორწინებულს, იალბუზზე ფეხით ავა და ამირანს აუშვებს, 3 მილიონი ქართველის ფეხის დაბანის რიტუალსაც შეასრულებს და ა.შ.
მთავარია თქვენ გახსოვდეთ, რომ თაღლითები არ იცვლებიან და თაღლითებად რჩებიან, მითუმეტეს მის ასაკში"-წერს ოქრუაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია