გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტმა დეკანოზი მამალაძე შესაძლოა 23 ნოემბერს შეიწყალოს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ნოემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, შესაძლაო ე.წ. „ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს შეიწყალოს. ამის შესახებ „პრაიმთაიმს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყარომ აცნობა. გამოცემის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თანახმაა დააკმაყოფილოს სინოდის შუამდგომლობა გიორგი მამალაძის შეწყალებაზე და ერთ-ერთ თარიღად სწორედ 23 ნოემბერს განიხილავს. მანამდე კი მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი კრიტერიუმების შემუშავებასა და ე.წ. მორატორიუმის დასრულების ფორმაზე. დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდმა მიმართა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია